3D Vision Press

სპორტი · კულტურა და ესეები · პოდკასტი

 

 

სპორტი

ალექსანდრე თოფურია UFC-ში პირველად დამარცხდა

ქართველმა MMA მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო მარცხი განიცადა. კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ ტურნირზე სუპერმსუბუქი წონის ორთაბრძოლაში თოფურია 22 წლის მექსიკელ სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდა.

დაძაბული სამრაუნდიანი ბრძოლა სრულ დისტანციაზე გაგრძელდა. მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით 29-28, 28-29, 30-27 გამარჯვება ლუნას დარჩა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მექსიკელმა 142 ზუსტი მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა, თოფურიას ანგარიშზე კი 65 ზუსტი დარტყმა დაფიქსირდა.

30 წლის ალექსანდრე თოფურიასთვის ეს UFC-ში მესამე ბრძოლა იყო (კოლბი თიქნესისა და ბეკზატ ალმახანის დამარცხების შემდეგ).
კარიერის განმავლობაში მის ანგარიშზე ახლა 7 გამარჯვება და 2 მარცხია, სანტიაგო ლუნამ კი პროფესიონალურ კარიერაში მე-9 გამარჯვება მოიპოვა (9-1).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *