3D Vision Press

სპორტი · კულტურა და ესეები · პოდკასტი

 

 

სპორტი

6-დან 6 მოგება! საქართველოს ნაკრებმა ერთა თასი აშშ-თან დამაჯერებელი გამარჯვებით დახურა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის — ერთა თასის სადებიუტო გათამაშება ტრიუმფით დაასრულა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ წლის დასკვნით მატჩში პიერ-ანრი ბრონკანის გუნდმა აშშ-ის ნაკრები რეკორდული, 28-ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

„ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს 6 ლელო დაუდეს. დუბლით თავი ლუკა ივანიშვილმა და აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინეს, თითო ლელო კი გიორგი შველიძისა და დაჩი პაპუნაშვილის ანგარიშზეა. 

Screenshot

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის 2026 წლის გათამაშებაში ექვსივე შეხვედრა მოიგო (ზაფხულში დამარცხებული ურუგვაის, სამოასა და ჩილეს შემდეგ, ნოემბერში კანადას, ტონგასა და აშშ-ს სძლია) და ტურნირის ჩემპიონის ტიტული დაუმარცხებლად მოიპოვა. მსოფლიო რაგბის ერთა თასის მომდევნო გათამაშება 2028 წელს გაიმართება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *