ნიკა ეგაძემ ფინეთის გრან-პრი მე-5 ადგილზე დაასრულა
ქართველმა მოციგურავემ, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ნიკა ეგაძემ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ფიგურული ციგურაობის გრან-პრის ეტაპზე (Finlandia Trophy 2026) გამოსვლა მე-5 ადგილზე დაასრულა.
მოკლე პროგრამაში დაგროვებული 79.45 ქულის შემდეგ, ეგაძემ თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 149.55 ქულა დაიმსახურა. ორი პროგრამის ჯამში ქართველმა სპორტსმენმა 229.00 ქულა მოაგროვა და ტურნირი საუკეთესო ხუთეულში დახურა.
