3D Vision Press

სპორტი · კულტურა და ესეები · პოდკასტი

 

 

ფეხბურთი

გოჩა მაჩაიძე გარდაიცვალა

76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ „ოქროს თაობის“ ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე. სამწუხარო ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

გოჩა მაჩაიძე 1950 წლის 21 ივნისს ამბროლაურში დაიბადა. საფეხბურთო მოედანზე იგი თანაბარი წარმატებით ასპარეზობდა როგორც ნახევარმცველის, ისე მცველის პოზიციაზე.

მისი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები თბილისის „დინამოს“ უკავშირდება, სადაც 1971–1980 წლებში თამაშობდა და არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვების მონაწილე გახდა. „დინამოს“ შემადგენლობაში მაჩაიძემ 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ორჯერ დაეუფლა სსრკ-ის თასს (1976, 1979) და გახდა ჩემპიონატის ვერცხლისა (1977) და ბრინჯაოს (1976) პრიზიორი.

კარიერის განმავლობაში, ძმასთან — მანუჩარ მაჩაიძესთან ერთად, იგი იცავდა ლანჩხუთის „გურიას“, მოსკოვის „სპარტაკისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას. სხვადასხვა წლებში თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივსა“ და რუსთავის „მეტალურგშიც“. საფეხბურთო კარიერა 1982 წელს დაასრულა.

„3D ხედვის“ რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ამ მძიმე წუთებში თანაუგრძნობს ღვაწლმოსილი ფეხბურთელის ოჯახს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *